მერები ეკონომიკური ზრდისთვის

2018 წლის 2 მაისს ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად თელავში გამართა შეხვედრა კახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან. კახეთის 8-ვე მუნიციპალიტეტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრია. ისინი, ადგილობრივი ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობენ ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის საკითხებზე.
ღონისძიება გახსნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელმაც ისაუბრა მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ადგილობრივ დონეზე და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.

პროექტის არსი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პიტერ კორსბიმ, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, იულია ძინგაილომ, M4EG სამდივნო, რეგიონალური კოორდინატორი და ზვიად არჩუაძემ, პროექტის კოორდინატორი აზერბაიჯანსა და საქართველოში.
ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ ჭრელაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია კახეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.
ღონისძიების დროს „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრ მუნიციპალიტეტებს გადაეცათ კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „კახეთის რეგიონული სააგენტო“-ს (KRDA) აღნიშნულ პროექტში მონაწილეობაზე და ასევე მის განვითარებაზე, როგორც რეგიონალური პროექტების მააკორდინირებელ სტრუქტურაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები; აგრეთვე კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

By |2019-01-25T11:47:07+00:00სექტემბერი 26th, 2018|Uncategorized @ka|0 Comments