მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობლივი სამოქმედო გეგმის (SECAP) მომზადება

2018 წლის 25-26 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის, სასტუმრო „ლოპოტა“-ში, ჩატარდა შეხვედრა-ტრენინგი „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობლივი სამოქმედო გეგმის (SECAP) მომზადება“, რომელიც მიეძღვნა მოლდოვასა და საქართველოს ‘მერების შეთანხმების’ ერთობლივ ხელმომწერებისა და ტერიტორიული კოორდინატორების შესაძლებლობების გაძლიერების და მათ მიერ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობლივი სამოქმედო გეგმის (SECAP) შემუშავების საკითხებს.

აღნიშნული შეხვედრა გახსნა სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორმა კახეთში ბატონმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ენერგოეფექტურობის დადებით გავლენას მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა და შეხვედრას უძღვებოდა გიორგი აბულაშვილი – ქვეყნის ექსპერტი აზერბაიჯანსა და საქარველოში “მერების შეთანხმება აღმოსავლეთით” – ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო.

ევროკავშირის მეცნიერებისა და ცოდნის სამსახურის-ერთობლივი კვლევითი ცენტრის გამოცდილმა ექსპერტებმა ალბანა კონამ, ვალენტინა პალერმომ და მერების შეთანხმება აღმოსავლეთი საინფორმაციო სამსახურის კოორდინატორმა ირინა ჰოროდისკამ ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი მდგრადი  ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობლივი სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავების ისეთ საკითხებზე.
როგორიცაა: ერთობლივი მეგსკ-ს თავისებურებები და მისი გზამკვლევი, რეგიონალური ადმინისტრაციის როლი, საბაზისო ემისიების ინვენტარიზაციისთვის მომზადება და მეკსგ-ს შემარბილებელი და შეგუების ღონისძიებების განსაზღვრა და შესაბამისი გამოთვლები.

ტრენინგის დასასრულს ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ ჭრელაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ტრენინგით ხელი შეეწყობა უმოკლეს ვადაში დაიწეროს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგმები

(SECAP), რომლითაც ყველა მუნიციპალიტეტი მომდევნო წელს დაიწყებს კონკრეტული გეგმების რეალიზაციას.

By |2019-01-25T11:52:52+00:00სექტემბერი 27th, 2018|Uncategorized @ka|0 Comments