კახეთის რეგიონში პირველი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) განვითარებისთვის

2018 წლის 11-12 აპრილს თელავში, „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“-ს (KRDA) თანამშრომლებთან, საქმიანი შეხვედრა და ტრენინგი ჩატარდა, კახეთის რეგიონში პირველი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) განვითარებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს კახეთში ტურიზმის მარკეტინგისა და პოპულარიზაციის საქმიანობის განხორციელებას.
პროექტს ახორციელებდა მსოფლიო ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ტრენინგს უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები:
იანეზ სირსე – გუნდის ხელმძღვანელი,
კაი პარტალე – ძირითადი ექსპერტი დესტინაციების მართვაში და მარკეტინგში.
DMO ორგანიზაცია ხელს შუწყობს მდგრადი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და გაუმჯობესებას, ხარისხის სტანდარტების და ადამიანური რესურსების განვითარებას ტურიზმში, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ სექტორს განვითარებაში.

KRDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მალხაზ ჭრელაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.

By |2019-01-25T11:52:10+00:00სექტემბერი 29th, 2018|Uncategorized @ka|0 Comments