დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის – „ ვიზით კახეთი “- ს წარდგენა

✔️2019 წლის 22 მარტს კახეთის მხარეში არსებული ტურიზმის განვითარების სფეროში დაინტერესებული კერძო სექტორის წარმომადგენლები, თელავში სასტუმრო „ძველი თელავი”- ს საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – „ ვიზით კახეთი “- თან ერთად.
✔️შეხვედრის თემა იყო დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის – „ ვიზით კახეთი “- ს გაცნობა – როგორც რეგიონში ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ორგანიზაციის, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს გაუწევს კახეთში არსებულ ტურიზმის და ტურისტულ ობიექტებს.
შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო ერთობლივი ნაბიჯები და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

By |2019-03-25T08:32:25+00:00მარტი 25th, 2019|Uncategorized @ka|0 Comments