„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“

თელავის მუნიციპალიტეტში, წინანდლის მამულში მდებარე სასტუმროში – “Radisson Collection Estate Tsinandali” საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ გაიმართა.

ფორუმი, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ, მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე, კახეთის მხარის ეკონომიკურ პოტენციალზე, ტურიზმის, მეღვინეობის, კაკლოვანი კულტურებისა და ზეთისხილის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმში 20-ზე მეტმა საერთაშორისო და 150-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

” დარწმუნებული ვარ, „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ კარგი მაგალითი, საუკეთესო პრაქტიკა გახდება ქვეყნის სხვა
რეგიონებისთვის, რომელთაც რეგიონის ტრადიციისა და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით მიეცემათ შესაძლებლობა გააუმჯობესონ საინვესტიციო გარემო, გააცნონ განვითარების ხედვები და გაუზიარონ ინციატივები ინვესტორებს. ვუსურვებ განვითარების ახალ ტალღას კახეთს და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. გისურვებთ მეტ ინვესტიციას რეგიონებში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ საქართველოს მთავრობისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, სსიპ აწარმოე საქრთველოს, სამრეწველო – სავაჭრო პალატის და ააიპ DMO – ” Visit Kakheti ” – ის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

By |2019-07-10T08:47:22+00:00ივნისი 3rd, 2019|Uncategorized @ka|0 Comments